|
|
|
|
|
ერთიი შეხედვით მოძველებული ვერსიაა : )) მაგრამ მაინც წარმოგიდგენთ გატესტილ და საიმედო Windows Server 2003-ს რომელიც გამოვიდა 2003 წლის 24 აპრილს.Windows 2000 Server-ისგან განსხვავებით,Windows Server 2003-ის ინსტალაციისას თავისით არცერთი სერვერული კომპონენტი არ არის ჩართული.Windows Server 2003-ს აქვს თავსებადობის რეჟიმები.ეს საშუალებას აძლევს მოძველებულ აპლიკაციებს გაეშვან სტაბილურად.Windows Server 2003-ს აქვს გაზრდილი Active Directory თავსებადობა,რაც იმას ნიშნავს რომ Windows NT 4.0-დან ადვილად შესაძლებელია Windows Server 2003-ზე გადასვლა.
Windows Server 2003-ის სერვისებშიც არის საკმაოდ ბევრი ცვლილებები.მაგალითად IIS ვებ სერვერში,რომელიც თითქმის თავიდან-ბოლომდე ხელახლა დაიწერა,იმისათვის რომ გაუმჯობესებულიყო წარმადობა და დაცვა.გაუმჯობესებულია Distributed File System-ი,რომელსაც ახლა უკვე შეუძლია დაჰოსტოს მრავალი DFS root-ები ერთ სერვერზე. გაუმჯობესებულია ასევე Terminal სერვერი,Active Directory,Print სერვერი და ა.შ. ამ პროდუქტმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელი.როდესაც პირველად გახმაურდა 2000 წელს,მას ერქვა კოდური სახელწოდება Whistler Server-ი.შემდეგ მისთვის უნდა დაერქვათ Windows 2002 Server-ი,სანამ გადაარქმევდნენ Windows .NET Server-ზე.შემდეგ მას დაარქვეს Windows .NET Server 2003.იმის შიშით რომ ხალხი ვერ მიხვდებოდა თუ რა შუაში იყო .NET სახელში,რაც გამოიწვევდა დაბნეულობას და კრიტიკას,Microsoft-მა ამოიღო სახელიდან .NET და საბოლოო სახელი მიიღო Windows Server 2003. სოფტი Windows Server 2003 გვაძლევს იმის საშუალებას რომ მცირეოდენი Update ს შედეგად თქვენ შეძლებთ გადახვიდეთ Windows Server 2008-ზე
|
|
|
|
03.05.2010 | ავტორი: bote |
|
|
|