ერთიი შეხედვით მოძველებული ვერსიაა : )) მაგრამ მაინც წარმოგიდგენთ გატესილ და საიმედო Windows Server 2003-ს რომელიც გამოვიდა 2003 წლის 24 აპრილს.Windows 2000 Server-ისგან განსხვავებით,Windows Server 2003-ის ინსტალაციისას თავისით არცერთი სერვერული კომპონენტი არ არის ჩართული.Windows Server 2003-ს აქვს თავსებადობის რეჟიმები.ეს საშუალებას აძლევს მოძველებულ აპლიკაციებს გაეშვან სტაბილურად.Windows Server 2003-ს აქვს გაზრდილი Active Directory თავსებადობა,რაც იმას ნიშნავს რომ Windows NT 4.0-დან ადვილად შესაძლებელია Windows Server 2003-ზე გადასვლა.

Windows Server 2003-ის სერვისებშიც არის საკმაოდ ბევრი ცვლილებები.მაგალითად IIS ვებ სერვერში,რომელიც თითქმის თავიდან-ბოლომდე ხელახლა დაიწერა,იმისათვის რომ გაუმჯობესებულიყო წარმადობა და დაცვა.გაუმჯობესებულია Distributed File System-ი,რომელსაც ახლა უკვე შეუძლია დაჰოსტოს მრავალი DFS root-ები ერთ სერვერზე. გაუმჯობესებულია ასევე Terminal სერვერი,Active Directory,Print სერვერი და ა.შ. ამ პროდუქტმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელი.როდესაც პირველად გახმაურდა 2000 წელს,მას ერქვა კოდური სახელწოდება Whistler Server-ი.შემდეგ მისთვის უნდა დაერქვათ Windows 2002 Server-ი,სანამ გადაარქმევდნენ Windows .NET Server-ზე.შემდეგ მას დაარქვეს Windows .NET Server 2003.იმის შიშით რომ ხალხი ვერ მიხვდებოდა თუ რა შუაში იყო .NET სახელში,რაც გამოიწვევდა დაბნეულობას და კრიტიკას,Microsoft-მა ამოიღო სახელიდან .NET და საბოლოო სახელი მიიღო Windows Server 2003.
სოფტი Windows Server 2003 გვაძლევს იმის საშუალებას რომ მცირეოდენი Update ს შედეგად თქვენ შეძლებთ გადახვიდეთ Windows Server 2008-ზე

T49RY-436BW-F2VHX-D443Q-GJ3HW
PMC9K-CKGR8-V4VD4-WT23W-7CV38
R2HBT-TVPVM-9YMPM-J6Q6M-KCFD8
DPHMV-YBY7J-9QG3R-XW3WQ-JDWYJ
P79GV-G9Q8R-DGXDF-C98DW-BVFD8
M7HMV-K433G-4DG4D-FV8TC-J6DHW
HKQBF-H4WD9-8WMHB-3MH42-GHFD8
TK9RP-WRGJ2-KC8RQ-783XH-3WRD8

Internet Information Services(IIS) v6.0 - გაუმჯობესებულია IIS-ის ვერსია.
წინა ვერსიებთან შედარებით გაუმჯობესებულია default დაცულობა.ჩაშენებულია firewall და default-ად გამორთულია სერვისების უმეტესობა.
მნიშვნელოვანი ცვლილებებია Message Queuing-ში.
Manage Your Server - სამართავი ხელსაწყო,რომელიც საშუალებას აძლევს ადმინისტრატორს აირჩიოს თუ რა ფუნქციონირება ექნება სერვერს.
გაუმჯობესებულია Active Directory,მაგალითად შეგვიძლია კლასებს გავუკეთოთ დეაქტივაცია schema-დან.
გაუმჯობესებულია Group Policy და მისი ადმინისტრირება უფრო გაადვილებულია.
გაუმჯობესებულია დისკების მართვა,როგორიცაა shadow ფაილების backup-ის შესაძლებლობა,ასევე გახსნილი ფაილების backup-ის შესაძლებლობა.
გაუმჯობესებულია scripting და command line ხელსაწყოები.

გამოცემები
Windows Server 2003-ს აქვს რამდენიმე გამოცემა.ყოველი მათგანი განკუთვნილია სხვადასხვა მიზნებისთვის. გამოცემების შედარებები ნახეთ ამ გვერდზე - .საერთო ჯამში Windows Server 2003-ის ყველა გამოცემას შეუძლია შეასრულოს შემდეგი ფუნქციები: გაანაწილოს ფაილები და პრინტერები,იმუშაონ როგორც აპლიკაციის სერვერად,მოგვაწოდონ იმეილ სერვისები,აუტენტიკაცია გაუკეთონ მომხმარებლებს,იმუშაობ როგორც X.509 სერტიფიკატის სერვერად,მოგვაწოდონ LDAP სერვისები,იმუშაონ stream სერვერად და ა.შ.

Windows Small Business Server
SBS შეიცავს Windows Server-ს და სხვა დამატებით ტექნოლოგიებს რომლებიც გათვალისწინებულია პატარა ქსელისთვის.მაგალითად ერთი-ერთი ასეთი ტექნოლოგიაა Remote Web Workplace.

SBS-ის სტანდარტული გამოცემა შეიცავს SharePoint სერვისებს,Microsoft Exchange სერვერს,Fax სერვერს და Active Directory-იას მომხმარებელთა სამართავად. ეს პროდუქტი ასევე გვთავაზობს firewall-ს,DHCP სერვერს და NAT როუტერს.

SBS-ის პრემიუმ გამოცემა შეიცავს ყველაფერს რაც აქვს სტანდარულ გამოცემას.ასევე შეიცავს Microsoft SQL Server 2000-ს და Microsoft Internet Security and Acceleration Server 2004-ს.

SBS-ს აქვს საკუთარი ტიპის CAL(Client Access License),რომელიც არის განსხვავებული და ღირს უფრო ძვირი ვიდრე Windows Server 2003-ის სხვა ვერსიებში.

SBS სერვერს აქვს შემდეგი შეზღუდვები:

მხოლოდ ერთ კომპიუტერზე დომეინში შეიძლება იყოს დაყენებული Windows Server 2003 for Small Business Server.
Windows Server 2003 for Small Business Server უნდა იყოს root-ი Active Directory-ში.
Windows Server 2003 for Small Business Server-ს არ აქვს "ნდობა" სხვა დომეინებთან.
Windows Server 2003 for Small Business Server-ს აქვს 75 user-ის ან device-ს ლიმიტი.ეს დამოკიდებულია თუ რა ტიპის CAL-ია.
Windows Server 2003 for Small Business Server-ს აქვს 4GB RAM(Random Access Memory)-ის ლიმიტი.
Windows Server 2003 for Small Business Server-ის დომეინს არ შეუძლია ჰქონდეს child დომეინები.
Terminal სერვერის ინსტალაციის შემდეგ,მხოლოდ ერთდროული 2 RDP კავშირის ლიმიტია.
იმისათვის რომ აღარ გვქონდეს ეს ლიმიტები,მაშინ უნდა დავაყენოთ Windows Small Business Server 2003 R2 პაკეტი.

Web გამოცემა
Windows Server 2003-ის Web გამოცემა ძირითადად განკუთვნილია ვებ აპლიკაციების,ვებ გვერდების,XML სერვისების ასაწყობად და დასაჰოსტად.ეს გამოცემა არ საჭიროებს CAL-ებს და Terminal სერვერის რეჟიმი არ არის ამ გამოცემაში,მაგრამ Windows Server 2003 ვებ გამოცემაში შეგვიძლია გამოვიყენოთ Remote Desktop-ი remote ადმინისტრირებისათვის.მხოლოდ 10 file-sharing კავშირი შეიძლება იყოს ერთდროულად. ამ გამოცემაში შეუძლებელია დაყენდეს Microsoft SQL Server და Microsoft Exchange, მაგრამ Service Pack 1-ის ინსტალაციის შემდეგ უკვე შეიძლება დაყენდეს MSDE და SQL Server 2005 Express.ასევე ამ გამოცემას არ აქვს UDDI-ს მხარდაჭერა.

Windows Server 2003 Web გამოცემას აქვს მაქსიმუმ 2 პროცესორის მხარდაჭერა და 2GB ოპერატიული მეხსიერების. ამ გამოცემას არ შეუძლია იმუშაოს დომეინ კონტროლერად. ეს არის ერთადერთი ვერსია Windows Server 2003-ის რომელიც არ საჭიროებს CAL-ებს.

სტანდარტული გამოცემა
Windows Server 2003-ის სტანდარტული გამოცემა გათვლილია პატარა და საშუალო ზომის ქსელებისთვის.სტანდარტულ გამოცემას აქვს ფაილების და პრინტერების განაწილების შესაძლებლობა,გვთავაზობს დაცულ ინტერნეტ კავშირს.ამ გამოცემას აქვს 4 პროცესორისა და 4GB RAM-ის მხარდაჭერა,ხოლო მის 64 ბიტიან ვერსიას კი 32GB RAM-ის მხარდაჭერა და ასევე აქვს Non-Uniform Memory Access (NUMA)-ს მხარდაჭერა.32 ბიტიანი Windows Server 2003-ის სტანდარტული გამოცემის გადმოწერა უფასოდ შეუძლიათ სტუდენტებს Microsoft-ის DreamSpark საიტიდან (https://downloads.channel8.msdn.com/).

Enterprise გამოცემა
Windows Server 2003-ის Enterprise გამოცემა გათვლილია საშუალო ან დიდი ზომის ქსელებისთვის.ამ გამოცემას აქვს 8 პროცესორის მხარდაჭერა,eight-node clustering-ის მხარდაჭერა Microsoft Cluster Server (MSCS)-ის გამოყენებით.ასევე მას აქვს 32GB RAM-ის მხარდაჭერა PAE-ს ჩართვის შემდეგ.Enterprise გამოცემა ასევე გამოდის 64 ბიტიანები. 64 ბიტიანებს აქვთ 1TB ოპერატიულის მხარდაჭერა. ორივეს 32 ბიტიანებსაც და 64 ბიტიანებსაც აქვთ Non-Uniform Memory Access (NUMA)-ს მხარდაჭერა.

ამ გამოცემას აქვს შემდეგი შესაძლებლობების მხარდაჭერა:
Microsoft Metadirectory Services (MMS)-ების მხარდაჭერა,რომლის საშუალებითაც ხდება მრავალი დირექტორიების,მონაცემთა ბაზების და ფაილების ინტეგრაცია Active Directory-ასთან.
აქვს Hot Add Memory-ის მხარდაჭერა,რაც იმას ნიშნავს რომ შეგვიძლია ჩავამატოთ ან ამოვიღოთ RAM სისტემიდან გადატვრითვის ან გამორთვის გარეშე.
აქვს WSRM(Windows System Resource Manager)-ის მხარდაჭერა.

Datacenter გამოცემა
Windows Server 2003-ის Datacenter გამოცემა განკუთვნილია ისეთი გარემოსთვის,რომელიც მოითხოვს მაღალ დაცულობას და საიმედოობას.Windows Server 2003-ის Datacenter გამოცემა არის როგორც 32 ბიტიანი,ასევე 64 ბიტიანი.32 ბიტიანს აქვს 32 პროცესორის მხარდაჭერა,ხოლო 64 ბიტიანს - 64 პროცესორის. 32 ბიტიან არქიტექტურას აქვს 128GB RAM-ის ლიმიტი,ხოლო 64 ბიტიანს - 2TB.

Windows Server 2003-ის Datacenter გამოცემას ასევე აქვს NUMA-ს და 8-node clustering-ის მხარდაჭერა.ამ გამოცემას ასევე აქვს უკეთესი მხარდაჭერა Storage Area Networks (SAN)-ის.






 
17.12.2024 | ავტორი: bote