ძალიან მაგარი ლექსი
 
02.04.2010 | ავტორი: bote |

 
დიდი ხუთშაბათი – ვნების კვირის ხუთშაბათი. დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როცა ქრისტემ უკანასკნელი სერობა (ვახშმობა) გაუმართა 12 მოციქულს. ამ მოვლენის სახარებისეული ინტერპრეტაცია ასეთია:



”მოძღვარმა ჯერ მათ სათითაოდ დაბანა ფეხი, შემდეგ თქვა: ერთი თქვენგანი გამცემსო. ყველა შეძრწუნდა და იკითხა: „ნუთუ მე ვარო". „სწორედ შენ", უთხრა ქრისტემ იუდას და ჩასჩურჩულა: „რომელ გეგულვების საქმედ, ჰყავ ადრე". ბოროტი იუდა ადგა, მღვდელმთავრებთან გაეშურა, ქრისტემ კი პური გაუტეხა მოციქულებს, მიაწოდა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის გატეხილი", შემდეგ ღვინო დაუსხა: „ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დანთხეული".
 
01.04.2010 | ავტორი: bote |

 
ეს ლექსიკონი ალბათ ბევრს წაგიკითხავთ და კარგადაც გიცინიათ.
ვისაც არ წაუკითხავს, გადახედეთ და გაერთეთ: როგორ ახსნიდა თანამედროვე ქართული სლენგის და ჟარგონის სიტყვებს სულხან-საბა ორბელიანი
 


აბაროტის აღება - ნაცვლის მიგებად მცდელობა
აბიჟნიკი - წყენის მთესველი
აეწელა - ფიცხად წინა აღუდგა
ავარდნა - ჟინთ აშლა
აიწია - ფრიად განკჳრდა
ამტუტება - წესთ აღრევა
ანტიფრონცკი - ზმანითა მოამაყე, გინა კოხტაპრუწა
არიფი - ჰარიფთან ნახე
არღნის ჩიტი - მუდმივ სტუმრობისა და ცეკვა-თამაშის მოყვარულს დიაცზედ იტყჳან
ატაშოლი - ძმადნაფიცისა ძმობითგან განზიდვა
აუდე - წარსვლისათვის უკმეხი მოწოდება
აყლისთავება - ესე არს მუშტის შემოკვრით ყირამალა გარდასლვა; ანუ ფეხისა აცურებით ზურგზედ დაცემა;
გარნა აყლისთავებას უეცარი, გინა უცხო შეგრძნებისაგან თავბრუ დახვევაზეც იტყჳან
აჩათლახა - სახეზედ მუშტი ჰკრა
აწევა - თანა წარსაღებად თუ წარსაყვანად მობოჭვა
ახევა - წართმევა მძლავრისაგან
ახვევა - წარსლვა უპატიურისა
ახუჲლიშ - ოღონდაც
ახურუშებული - ქუჱნა გრძნობათ აყოლილი

დანარჩენი სრულადში
 
29.03.2010 | ავტორი: bote |

 
დასახელება: მაგარი ანეკდოტები
ჟანრი: ანეკდოტები
ენა: ქართული
გვერდი: 22
ფორმატი: doc და docx
ზომა: 72 KB
იხსნება: Word-ით

აღწერა:
აქ არის ძაალიან მაგარი, ძალიან სასაცილო ანეგდოტების ორი ნაწილი. პირველი ნაწილი იხსნება word 2003-ით ხოლო მეორე word 2007-ით
 
29.03.2010 | ავტორი: bote |

« 1 2