|
 |
როგორ მოვიქცეთ თუ კომპიუტერი ნელა მუშაობს ოპერატიული მეხსიერების გადატვირთვის გამო. თუ დააყენეთ რომელიმე თამაში ან პროგრამა, რომელიც ფაქტიურად ჭამს თქვენს ოპერატიულ მეხსიერებას, ლოგიკურიც იქნება, რომ თქვენმა კომპიუტერმა მუშაობა შეანელოს. ყველაფერი კი იმის შედეგია, რომ RAM გადატვირთულია და უჭირს მუშაობა. როცა მსგავსი რამ ხდება, ჩვენმა ესქპერტებმა ასეთი ხერხი გვირჩიეს. გახსენით Notepad თუ თქვენ გაქვთ 128 MB -იანი RAM ჩაწერეთ Notepad-ში ასეთი რამ: Mystring=(16000000) თუ თქვენ გაქვთ 128 MB -ზე მეტი RAM ჩაწერეთ Notepad-ში ასეთი რამ: Mystring=(80000000) შეინახეთ ფაილი თქვენთვის სასურველ ადგილას ნებისმიერი სახელწოდებით, მხოლოდ მისი გაფართოება უნდა იყოს .vbe (მაგალითად geogeek.vbe) ამის მერე, ყოველთვის როცა თქვენი კომპიუტერი ნელა დაიწყებს მუშაობას, გაუშვით ეს ფაილი, რომელიც თქვენს ოპერატიულ მეხსიერებას გაათავისუფლებს ზედმეტი ზეწოლისაგან. თქვენი კომპიუტერი გაცილებით უკეთ დაიწყებს მუშაობას. წყარო: geo-geek.com
|
|
|