შენ რომ იცოდე
***
სიცოცხლე არის მოკლე სიკვდილი
სიკვდილი არის დიდი სიცოცხლე,
ასე გრძელდება დაუსრულებლად,
შენ რომ იცოდე.
შენ რომ იცოდე
სიცოცხლის შემდეგ კიდევ იცოცხლებ
მარადიულად,დაუსრულებლად
მაინც იცოცხლებ.
კიდევ იცოცხლებ,რადგან შენ გინდა
და შენ ასე გწამს, დიდხანს იცოცხლებ
შენ რომ იცოდე,
შენ რომ იცოდე!
შენ რომ იცოდე ჩემო პატარავ
შენზე ფიქრებში რამდენ ლექსს ვხატავ,
როგორც მერცხალი ისე დავფრინავ ოცნების კართან.
და ამ კარიბჭის გადასაფრენად სიყვარულს ვხატავ.
მაგრამ დახატვა არას მიშველის
მას თუ არ ვნახავ.
გნახავ, გიპოვი!
ვიმეორებდი ყოველთვის გულში
ეს შენ იყავი,
ასე მეწერა ციურ კრებულში,
შენ რომ იცოდე როგორ მიყვარხარ,
შენ რომ იცოდე.....
ნეტავ იცოდე,,
ნეტავ იცოდე,
ნეტავ იცოდე!
***
მხოლოდ დიდებით ვერ მოიპოვებ ჭეშმარიტებას,
საკუთარი სიმართლით ვერ იქნები ყველგან მართალი.
მხოლოდ მეფური სისხლი ვერას გადაწყვეტს
თუ კაცი არ ხარ ალალმართალი.
დიდების დაფნას არ ადგამენ კვლავაც ღირსეულთ
სიცრუე დღესაც უღირსად მეფობს,
ქაოსი ანგრევს ქვეყნიერებას,
და თავის ძალას სატანა ვერ თმობს.
მოწყალე ღმერთო შეიწყალე,კვლავ შეიფარე,
ხალხი ჩვენი კვლავაც გზას აცდენილი,
დაანახე ჭეშმარიტი გრძნობა,ნათელი,
აგრძნობინე სიყვარული - მარადიულის....