|
|
ორწლიანი პატიმრობის შემდეგ 1897 წელს ციხიდან
გამოვიდა ინგლისელი მწერალი ოსკარ უაილდი, რომელიც იქ "უმსგავსო
საქციელისთვის" იხდიდა სასჯელს. იგი მაშინვე პარიზში გაემგზავრა და სამი
წლის შემდეგ მეგობრების გარემოცვაში გარდაიცვალა. მისი სიცოცხლის ბოლო
დღეებს მიუძღვნა წიგნი მწერალმა იან პარანდოვსკიმ.
მძიმედ
ავადმყოფი უაილდი მიყრუებული სასტუმროს ნომერში წევს. მას გვერდში უდგანან
ინგლისიდან გამოძახებული ძველი მეგობარი რობერტ როსი და რომანისტი რეჯინალდ
ტერნერი. როსი უაილდს საყვედურობს, რომ იგი კონიაკს ეტანება: "შენ ხომ
თავადაც იცი, რომ ეს შენთვის შხამია", – უაილდი პასუხობს: "რისთვის უნდა
ვიცოცხლო, რობი?"
მას სიკვდილზე ფიქრი თავს არ ანებებდა,
მაგრამ არ ეტყობოდა, რომ მხოლოდ მასზე ფიქრით ჰქონდა თავი გამოჭედილი,
თუმცა მასზე მსჯელობდა სიცოცხლის ბოლომდე, თავის უკანასკნელ დილასაც კი.
ერთხელ მან მოჰყვა თავისი სიზმარი, რომელშიც მან საკუთარი თავი
გარდაცვლილთა შორის ნახა, იგი მათთან ერთად სვამდა და ჭამდა.
–
დარწმუნებული ვარ, – თქვა ტერნერმა, – რომ შენ იმ ქეიფის სული და გული
იყავი.
როდესაც ყველა წმინდანთა დღეს როსი პერ–ლაშეზის სასაფლაოდან
დაბრუნდა, უაილდმა ჰკითხა, შეარჩია თუ არა იქ მისთვის ადგილი და თავისი
საფლავის ქვისთვის ეპიტაფიის შედგენას შეუდგა.
– რობი, – გაიღიმა
მან, – მე დიდი სარკოფაგი მჭირდება, რათა ოდესმე შენც იქ ჩემ გვერდით
მოხვდე. ხოლო როდესაც საშინელი სამსჯავროს საყვირი დასჭექს,
გადმოვტრიალდები და ყურში ჩაგჩურჩულებ: რობი, თავი ისე დავიჭიროთ, თითქოს
არ გვესმის.
უცბად იგი მოიღუშა და ჩივილი დაიწყო, რომ გაუსტუმრებელ
ვალებს ტოვებდა. როსის სთხოვა, რომ სასტუმროს მეპატრონისთვის ანგარიში
გაესტუმრებინა.
– მე ვკვდები ისევე, როგორც ვცხოვრობდი: უსახსროდ.
ცოტა
ხნის შემდეგ ოსკარის გამოჯანმრთელების იმედი გაჩნდა. ყოველ შემთხვევაში,
ჯერჯერობით საშიში არაფერი ჩანდა. როსი თავისი დედის ნიცაში წაყვანას
აპირებდა. როდესაც გამოსამშვიდობებლად მივიდა, ოსკარმა ტერნერსა და
მოსამსახურეს სთხოვა, მასთან მარტო დაეტოვებინა.
– ნუ წახვალ.
რობი, – ემუდარებოდა იგი, ჩახლეჩილი ხმით, – შენ არ იცი. როგორ ვარ ავად.
საკუთარ თავში სიკვდილს ვგრძნობ. თუ გაემგზავრები, ვეღარასოდეს გნახავ.
როსმა
ეს ნერვიულ აღგზნებად ჩათვალა, როგორც შეეძლო, დაამშვიდა და ტერნერს
სთხოვა მისთვის ყურადღების მიქცევა. შემდგომი ორი კვირის მანრძილზე
ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 26 ნოემბერს ოსკარი საწოლში ჩაწვა. იგი
დიდ სისუსტეს უჩიოდა, თითქოს ლაპარაკიც უჭირდა. გაღიზიანებული იყო,
ლანძღავდა მოსამსახურეს, მომვლელს, ტერნერს ისეთი სიტყვებით, როგორიც
მანამდე მისგან არავის არასოდეს მოესმინა. ჭამა არ უნდოდა, შემდეგ
ინგლისურად დაიწყო ბოდვა, შემდეგ – ფრანგულად, წამოდგომას ცდილობდა,
საწოლიდან ვარდებოდა, მისი ძალით დაწოლა გახდა საჭირო. ექიმმა ტაკერმა
კონსილიუმი მოიწვია. ტერნერის კითხვას იგი მოკლედ პასუხობდა, რათა საკუთარი
მღელვარება დაეფარა:
– მენინგიტს ჰგავს.
როსმა ტერნერის
დეპეშას მაშინვე არ დაუჯერა. როდესაც ჩამოვიდა, უაილდის სახე ფერმკრთალი
იყო, მძიმედ სუნთქავდა, ლაპარაკს ვერ ახერხებდა და მხოლოდ თვალს აყოლებდა
გამსვლელ–შემომსვლელებს. როსის ჰკითხა, თუ ესმოდა მისი. უაილდმა ხელი
ასწია. როსმა ღვთისმსახური მოიყვანა.
მამა კარტბერტ დანმა
სასანთლედან სანთელი აიღო და უაილდს ჩაუდო ხელში. აკანკალებული თითები მას
ვერ აკავებდნენ, სანთლის ჩამონაღვეთის რამდენიმე წვეთი საბანზე დაეცა.
ღვთისმსახურმა მას ცოდვები მიუტევა და ჯვარი გარდასახა. ავადმყოფმა ღრმად
ამოისუნთქა, შეეცადა გაეღიმა, მაგრამ უცბად სახე გაუშეშდა, პირი სწრაფად
დაეხურა. ყველანი მოშორდნენ საწოლს და მომვლელი მიუშვეს მასთან. როდესაც
ავადმყოფი დამშვიდდა, მამა დანმა მას ტუჩებთან ჯვარცმა მიუტანა, წმინდა
წყალი ასხურა, წაუკითხა ფსალმუნი. ლოცვების შემდეგ ღვთისმსახურმა ჭურჭელი,
რომელშიც მირონი იყო ჩასხმული, გახსნა, ცერა თითი ჩაჰყო, შემდეგ თვალებზე,
ყურებზე, ტუჩებზე, ხელისგულებზე, ფეხის ტერფებზე სცხო, რათა მიეტევებინა
ცოდვები.
ღვთისმსახურის წასვლის შემდეგ ისევ სიჩუმემ დაისადგურა,
რომელსაც ფრთხილი შარიშურის ხმა ავსებდა. დილით ავადმყოფმა ხრიალი დაიწყო.
თვალები სინათლეზე არ რეაგირებდნენ. პირიდან სისხლი და ქაფი გადმოსდიოდა.
შუადღისთვის ხრიალი გაუძლიერდა, რომელიც დაჟანგული რკინის კარის ღრჭიალს
მოგაგონებდათ. როსმა უაილდს ხელი ხელში ჩაავლო და იგრძნო, როგორ სუსტდებოდა
მისი მაჯისცემა. მოულოდნელად სუნთქვა მიწყდა, მკერდი ღრმა ჩასუნთქვით
ამოიზნიქა, და სხეული გასწორდა, უაილდი გარდაიცვალა. 1900 წლის 30 ნოემბერი
იდგა, 2 საათს 10 წუთი აკლდა.
ოსკარ უაილდი პარიზის პერ–ლაშეზის
სასაფლაოზეა დასაფლავებული. მის საფლავზე აღმართული ძეგლის (ფრთებგაშლილი
სფინქსი) კვარცხლბეკი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მისი
თაყვანისმცემლების მიერ დატოვებული წარწერებითაა დაფარული.
აქვე ჩავამატეთ მოთხრობების აუდიო კრებული. იმედია
სიახლის ავტორი არ გვიწყენს : )
ავტორი: ოსკარ უაილდი წიგნის დასახელება : The Happy Prince
მოთხრობები.
01.
The Happy Prince 02. The Nightingale and the Rose 03. The Selfish
Giant 04. The Devoted Friend 05. The Remarkable Rocket
06.
Счастливый Принц 07. Соловей и Роза 08. Великан-эгоист 09.
Верный друг 10. Замечательная Ракета
გახმოვანება :
Кора МакДональд, Татьяна Телегина გამომცემლობა: Ардис წელი
: 2006 ჟანრი: ზღაპარი ფაილი: ფორმატი:
mp3 აუდიო: MP3, 192 Кбит/с, 44.1 кГц, моно ზომა :
351.33 mb ხანგრძლიობა : 04:16:08 ენა : ინგლისური
და
რუსული
Files.Ge -
351.33 mb
|
|
|