|
ეს ლექსები ძალიან მომწონს :)))) დაკვირვებით წაიკითხეთ ისე არა მე რომ ვიცი ხოლმე
კონსტანტინე გამსახურდია
ზღვისფერი გაქვს თვალები და, თვითონ გავხარ ზღვას, თუ არ შეგებრალები და, მისთხოვდები სხვას, მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას, გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს, ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს, და მოგიკლავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს… ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გევხარ ზღვას
გალაკტიონ ტაბიძე
უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ… უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს, იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს, არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს… და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი, ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს… სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს. და ჭკნება, ჭკნება სიყვარული უკანასკნელი, ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ. და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ!
ანა კალანდაძე
ისევ გახსენი გული ჩემი სიყვარულისთვის, ჰყავ თვალნი ჩემნი სიხარულის ცრემლით სავსენი… ყვავილთ სიმშვიდე დამიმკვიდრე მიუცილები, სიყვარულისთვის ბაგე ჩემი ისევ გახსენი! ისევ გაკვეთე შენ ურჩხული გაუმაძღარი და დამიფარე, ვით წალკოტში ყვავილს იფარავ… განახვენ ჩემთვის, ო, განახვენ ტაძრისა ბჭენი, და მე შემოვალ ყვავილებით ხელუწიფარო! მე არასოდეს არ ჩავაქრობ შენს წმინდა სანთელს, მისი ნათელი-ჩემთვის მარად ტკბილგანსასვენი… შენ დამიფარე, ვით წალკოტში ყვავილს იფარავ, სიყვარულისთვის გული ჩემი ისევ გახსენი
ტერენტი გრანელი
გაზაფულის საღამოს მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. სული საზღვარს გადასცდება ფრენით, ახლაც მახსოვს მისამართი შენი. ცამდე წვდება ღამეების სიგრძე, რახან დიდი სიხარული ვიგრძენ, წინ მეშლება სხვა ოცნების არე. მიწის ცქერით დაირალა მთვარე. გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
|