|
* *
მე შემიძლია შენ გიცქირო აუთრთოლებლად, შევეხო შენს ხელს თითქოს ხელი არ შემიხია ანდა გულგრილად მოგესალმო როგორც შორეულს, მაგრამ მე შენი დავიწყება არ შემიძლია შენს თვალთა ცქერას თუ გავუძლებ, მხოლოდ ღიმილით, გესაუბრები ყველაფერზე რაც მიფიქრია, ხან დაუდევრად მოგიგონებ გულის ტკივილით, მაგრამ მე შენი დავიწყება არ შემიძლია. მე შემიძლია არ ვიფიქრო შენზე არასდროს, წავშალო ბილიკი, რომლის წყალობითაც შენსკენ მივლია გადაგიყვარო? ალბათ შევძლებ ჩემო პატარა, მაგრამ მე შენი დავიწყება არ შემიძლია. შენ ვერ გაიგებ საიდუმლოს რომელსაც ვმალავ, ოკეანეზე საიდუმლოდ დამინისლია
მე შემიძლია სხვა შევიყვარო ჩემო პატარავ, მაგრამ მე შენი დავიწყება არ შემიძლია.
მკითხე და გეტყვი
მკითხე და გეტყვი ვინ მძულს, ვინ მიყვარს, ვის ვუძღვნი გულს და ლექსებს სათუოდ, რომელ თქვენთაგანს ვუმზერ ირიბად, ან ვისზე ვამბობ აუგს სამდურავს. მკითხე და გეტყვი ვის არ მოვწონვარ, ვის ეამება ჩემი იარა, რომელი ექო მიხმობს კოცონთან, ოცნებიანად, ლექსებიანად მკითხე და გეტყვი რაც მიფიქრია,რაც ოდეს გულში ჩამსახლებია, საით გაფრინდა ჩემი ნიბლია, ან ვინ შეეხო ნისლისფრთებიანს. მკითხე და გეტყვი რა მოვიტყუე, რა ვიეშმაკე, რა ვითამაშე. გეტყვი თავს ზოგჯერ რატომ ვიტყუებ, მკითხე და გეტყვი ყველა დანარჩენს. საით ვიარე, რატომ ვიარე, რისთვის ვცოცხლობდი, რისთვის ვკვდებოდი, ან სადმე რატომ დავიგვიანე, ან სადმე ადრე რატომ ვხვდებოდი. მკითხე და გეტყვი რა დავაშავე, ვისთან გავტეხე ფიცი, პირობა. გულს ოხვრის ქვაბში რატომ ვხარშავდი, რად გავურბოდი გულახდილობას. მკითხე და გეტყვი ჩვეულ ელფერით, რად მიჭირს ძველი სიმის მიგნება, დგეს უნდა მკითხო სულ ყველაფერი, თორემ ხვალ უკვე გვიან იქნება. მკითხე და გეტყვი, არ გაიოცო, ამდენ სიმართლით ნუღარ შეკრთები, მე მიწიერად უნდა ვიცხოვრო, ცაში ცხოვრობენ კარგო ღმერთები.
იდუმალი გრძნობა
ნეტავ რამ შობა ჩემში ეს გრძნობა, ასეთი ნაზი, ასე ლამაზი ნეტავ რა არის ის ჟრუანტელი, შენს დანახვაზე რომ მივლის ტანში
იმ იდუმალი გრძნობით გამთბარი, გული დამიწყებს სხვაგვარად ძგერას, მხოლოდ შენს ნახვას, მხოლოდ შენს ამბორს, სხვას ვერ ვინატრებ ვერაფერს ვერა. და როცა გხედავ ვეგარ ვივიწყებ, ბედნიერების იმ ლამაზ წუთებს, როს შენი ნახვით მე მომანიჭე და ეს ცხოვრება შემიმსუბუქე
მაშინღა ვხვდები, რომ ეს ნიჭია, ღვთითბოძებული სიყვარულისა, დაუდგომელი ვით ქარიშხალი, მაღალ ღმერთისგან მე რომ მეღირსა
ისე მძაფრია ეს სიყვარული, როგორც გიჟური ტალღები ზღვისა, აბობოქრებულ-აქაფებული, ნაპირისაკენ რომ იქცევს პირსა
აცხრება ნაპირს, ვით ტყვია ნადირს და როგორც მეფე ისე იმონებს, ადამიანის იმ გულის ნაწილს რაშიც ეს გრძნობა გამოიგონეს
ნეტავ რამ შობა ჩემში ეს გრძნობა, ასეთი ნაზი, ასე ლამაზი ნეტავ რა არის ის ჟრუანტელი შენს დანახვაზე რომ მივლის ტანში.
ის ერთი ქალი
თუკი ეულად იგრძენი თავი, თუ გულში ისევ გაივლე სევდა გახსოვდეს ქვეყნად რომ არის ქალი, შენ რომ უყვარხარ ყველაზე მეტად თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა, თუ იალქნები დაგივცდა ზღვაში, არ დაივიწყო რომ ერთმა ქალმა, შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში. თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს, იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს, ქალი არასდროს გატეხავს მარხვას, ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთლებს. თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ, თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს, ის გაიხსენე, ის ვისი სუნთქვაც ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს. მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა, მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი, და შენც მიხვდები მაღალმა ღმერთმა შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალი
* * *
აი სად შემხვდი ვით ღამისთევა, მე კი თურმე სად დამღამებია, შენ რომ გიყვარდა ის ქალი მე ვარ, შენ უიმედოდ არ გყვარებია. მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ, ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს შენ რომ გიყვარდა ის ქალი მე ვარ, მითხარი ხომ არ დავაგვიანე? თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა, მე უშენობის დაღი მატყვია, შენ რომ გინდოდა ის გული მე მაქვს, ვიცი სხვა გული არ გინატრია. შენ ეძახოდი შორს შენგან წასულს და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს და ჩემს მეტს არვის გაუგონია. მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ, ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს შენ რომ ეძებდი ის ქალი მე ვარ, მაგრამ ვაი თუ დავაგვიანე.
ვისაც სიყვარული შეუძლია
იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია ვისაც არასოდეს გაუმართლა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ჰყოფნის, ვინც მთელს ქვეყანაზე ეულია ვისაც სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარეა, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია. ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთითვე ძლეულია, დიდი შეცდომების პატიება, ვისაც დიდსულოვნად შეუძლია. ვისაც არასოდეს გაუდარდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია.
*****
ძნელია, როცა ტირილი გინდა,
ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ.
ძნელია, როცა სიცილი გინდა
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.
ძნელია, როცა შენ გული გტკივა,
რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს.
ძნელია, როცა ხელებზე გცივა
და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს.
ძნელია, როცა თვალები სველი
ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა.
ძნელია, როცა ვიღაცას ელი
და თან იცი, რომ ის აღარ მოვა...
*****
ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს.
ლექსები შენზე, უშენობით, აღარ იტირებს.
გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად, მე ვერ გაგითბობ.
იმედის ფერი, ფერს დაკარგავს და წაერთმევა
ყველაფერს სხვისით, სხვა სახელი გადაერქმევა.
შენ მოხვალ, როგორც უმწეო და ხელებ შიშველი,
მაგრამ
|