ერთ დღეს ჩემი სასიდედრო
ჩვენს ბინაში გადმობარგდა,
ისეც ბევრი კამერა მაქვს
სათვალთვალოდ ესღა მაკლდა.
გამიღიმა, გამეპრანჭა-
მერე მოჰყვა თავის ქებას,
სახე ისე დაემანჭა
სარკეც ERROR-ს ეუბნება.
ერთ საიტზე შარვალს მირჩევს
მეორეზე – ჰალსტუხს, პერანგს...
რა დრო დადგა ქორწილის დღე
ჩემით ვეღარ დამიგეგმავს.
დამიბლოკავს სპორტის არხებს
სერიალი თუ იწყება,
მანამ "დე”-ს არ დავუძახებ
უკან აღარ იხედება.
არ იკმარა რომ სულ ვიღწვი-
ოჯახისთვის, და მდებს შარებს,
facebook-ის ფერმაშიც კი
უგრაფიკოდ მამუშავებს.
თავის გვარზე მოინდომა
გადავიდეს ჩვენი ბავშვი,
ტვინი ისე ამირია
ანტივირუსს ვიდგამ თავში.
იმ ნატვრის ხეს,-ცოლის შერთვის
სურვილი რომ შევაბნიე,
ყოველ დილით ისე ვარხევ
ფოთოლიც არ შევარჩინე.







 
19.05.2024 | ავტორი: bote