აქეთ პერაშკი მიცურავს,
იქით ჩაქუჩი გალობს,
გაღუნული პილასოსი,
გაკეთილებს სწავლობს

ხემ მოისხა პერაშკი,
აგერ ჩაქუჩი გალობს,
ტყიდან მოფრინავს ნიანგი
ამით საქართველო ხარობს!!!


შარვალი მაცვია ძველი,
ჭუჭ*&ას უჩანს წვერი,
გოგოები იძახიან
მოდის ჩვენი დამღუპველი

დაამთქნარა მონიტორმა,
გაიზმორა კეისიც,
ეზარება ნამდვილად ,
გაშვება ვინდოუსის .


მოდიოდა შემოდგომა ,
მოყვებოდა ზამთარი,
ნეტა ერთი ვინემ მითხარას,
კიტრი თუა ბაზარში.


ღამეა, ბნელა.
მივდივარ ნელა.
მოდის კამეჩი
გაუშვი! რას ერჩი?!

პახმელიაზე,
ჩავიცვი წინდა,
არც ერთი გრძნობა
არა მაქვს წმინდა,
არადა,
მინდა!!!


ხეზე იჯდა ბეღურა 
და მას ერქვა ია 
მონადირე მიეპარა
ზურგში ტყვია ხია.

ჩამოვარდა ჩიტუნა 
მკვდარი ძირსა გდია,
ქვეყნად მისი დამმარხავი
ნეტავ ვინა გდია?


პახმელიაძე ვიღვიძებ
ბორჯომი მინდა ძალიან,
ჯიბეში ფული არა მაქ
უბორჯომობაც შარია...

არადა ნაღდად ცუდად ვარ,
და თავიც თითქოს სხვისია
მაღაზიაში წავედი,
დალოცვილ იყოს ნისია...


რევოლუცია 
ევოლუცია
რევოლუცია
ფაციფუცია, 
ვისაც არ უყვარს რევოლუცია
ის
ტუტუცია!



ოპანტა ვაშლის პავიდლომ
გული ლხენით ამივსო.
მეგობარსა ნუ ენდობი,
ის არ არის შენი პარა,
ჩვენ ლენინმა გვიანდერძა
სწავლა, სწავლა. სწავლა მარად!



მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა,
ჩაამტვრია, ჩაამსხვრია...
ტყიდან ლომი გამოვარდა,
საყვარელი საქართველო


ზღვა ისე ღელავს როგორც ტომატი
ხელში მიჭირავს მე ავტომატი
ბებიაჩემმა მოხარშა ღომი
ვიეტნამში დაიწყო ომი
ტყვიები ცვივა როგორც ხინკლები
დღეს ვარ, ხვალ აღარ ვიქნები.


მოფრინავდა ამწეკრანი,
გაირბინა ტრაქტორმაც,
რაკარგი ხარ გენაცვალე
საქართველოს ბუნებავ.


დაგვიმწიფდა პამიდორი,
ამოვიდა წიწაკა,
ამის მერე მიხარია
მე, ბოსტანში შერბენა


ისმის ტელეფონის ზარი,
მე ავიღე ყურმილი,
იქიდან კი მეუბნება:
თქვენ გაქვთ კრაზის ტორმუზი ?


მიყვარ სმა და მიყვარს ჭამა,
მევასება თევზის გაფრცქვნა.
 


მზე ამოდის, ჩადის მთვარე,
სტოლბაზეა განცხადება


ჩაიდანს აძვრა ემალი
გვემშვიდობება ჯემალი


მას უყვარს როგორც, ცემენტს_წყალი,
როგორც, მევახშეს_დასაბრუნებელი ვალი
როგორც, გიორგის_ქათმის ბარკალი,
და წვერას_მტკვრის ჭუჭყიანი წყალი.

მას კიდევ უყვარს როგორც, კაცს_ქალი,
როგორც ჟუჟუნას_თავისი "ბალი”,
როგორც, ნარკომანს_მაგარი ბოლი,
და ფეხბურთელს_მაგარი გოლი.

მას უფრო უყვარს როგორც, კუნძს_სოლი,
როგორც, გერმანიას_ჰელმუდ კოლი,
როგორც, პოლიციას_მაგარი შმონი,
და პუბლიკას_ანჯელინა ჯოლი.

მას უხარია როგორც, სასტუმროს_მაგარი ჰოლი,
როგორც, რქიან კაცს_ლამაზი ცოლი,
როგორც, შეჭირვებულ კაცს_ორი ნოლი,
და აფრიკაში ზებრას_შავთეთრი ზოლი

 








 
19.05.2024 | ავტორი: bote