მოვალ და გეტყვი, როგორ მიყვარხარ,
მოვალ და გეტყვი, ჩემს გულის ნადებს,
მოვალ და გეტყვი, როგორ გავანდობთ
ჩვენ ჩვენს სიყვარულს ყვავილებს, ნაძვებს.
მოვალ და გეტყვი, როგორ ვბობოქრობ,
როგორ ვამსგავსებ ჩემს გრძნობებს ტალღებს,
მოვალ და გეტყვი, შენ რომ გიყურებ,
როგორ მინთებ მე გულში ალებს.
მოვალ და გეტყვი, მე შენ მიყვარხარ...
გეტყოდი, მაგრამ შენ რომ არ ჩანხარ???








 
19.05.2024 | ავტორი: bote