თვალებს ისევ მოლოდინი დაღლის,
ფანტელების ფენა ურჩი გზის,
დგას სურვილი შეყვარებულ მშვენიერი ქალის
საოცრებად ამ ბედნიერ დღის,
საოცრებად ამ ბედნიერ დღის.

ჩემთან ხარ და მაინც მენატრები,
შენით მინდა ვიარსებო დღეს.
ისევ ჩუმი მზერით ისევ ნაზად მეფერები
ახალი წლის ამ ბედნიერ დღეს,
ახალი წლის ამ ბედნიერ დღეს.

მისამღერი:
ახალი წლის ეს ღამე,
მხოლოდ ორნი შენ და მე,
გარეთ ცივი ქარი ქრის,
სანთლის შუქი კრთის.
ძველი მელოდია ჟღერს
ახალი წლის ამ ღამეს
თოვლის შუქზე გავუყვებით ორნი
ნაოცნებარ გზებს.

ფანტელები მიკოცნიან თვალებს
შენს ოცნებას ეცილებიან.
თოვლისფერი იალქანი ზღაპრად მიგვაქანებს
დღეს ხომ სურვილები ხდებიან,
დღეს ხომ სურვილები ხდებიან.


რას გვეუბნება 2011 წლის ჰოროსკოპი:
როგორც წესი, თითქმის ყველა ოჯახში განსაკუთრებით ემზადებიან ახალი წლის შესახვედრად. ჩვენც დიდი სიხარულით ვეგებებით ახალ წელს ძვირფასი პურმარილით, ოჯახის წევრების და კარგი მეგობრების გარემოცვაში.
2011 წელი ჩინური კალენდარის მიხედვით, თეთრი მეტალის კატის და კურდღლის წელწადად არის გამოცხადებული. ამიტომ, როცა ვფიქრობთ, რა მოვამზადოთ საახალწლო სუფრისთვის, როგორ მოვრთოთ სახლი და რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს, უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი ის, რაც კატას და კურდღელს მოსწონს.
კატა გონიერი ცხოველია. ის სილამაზის და ოჯახური სიმყუდროვის დამფასებელი ყოფილა, თან პედანტიც (არ უყვარს არეულობა და უწესრიგობა არც სახლში, არც გარეთ). კატას და კურდღელს ჩვენთან სტუმრობა რომ მოეწონოს, ძალიხსმევა არ უნდა დავიშუროთ და მყუდრო და კომფორტული, სიყვარულით და მზრუნველობით აღსავსე გარემო დავახვედროთ.
2011 კარგი წელი ყოფილა ქორწინებისთვის. მეტალის კატა და კურდღელი წყალობს ხელოვან ადამიანებს და პროფესიონალებს. ურთიერთობებში კონფლიქტები 2011 წელს მინიმუმამდეა დაყვანილი (კურდღელი ხომ ძალიან კეთილი და გახსნილი ნიშანია და თანაც ნამდვილი დიპლომატი), დიდი მეგობრული (რაც მთავარია, ხშირი) შეკრებები და ლხინის სუფრები უყვარს. ერთი სიტყვით, 2011 თეთრი კურდღლის წელიწადი რომანტიკოსების დროა.
2011 წლის სტიქია არის მეტალი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახლი შეგვიძლია მოვრთოთ მეტალის ელემენტებით, ლარნაკებით, პატარა ქანდაკებებით და სხვა. საახალწლო სუფრაც ლამაზად გავაწყოთ. არ დაგვავიწყდეს რამდენიმე კატის ან კურდღელის პატარა ფიგურების შეძენა, რომელიც შეგვიძლია ვაჩუქოთ ჩვენს სტუმრებს, ერთი კი ჩვენთვის დავიტოვოთ.
მეტალის კატის და კურდღელის ფერადოვანი გამა - თეთრი, ყვითელი და ნარინჯისფერია (სტაფილოს ფერი), პასტელის ფერები, ასევე ვერცხლისფერი და წითელი (თვალების ფერი), შავიც. და თუ ახალი წლის ღამეს მაინცდამაინც კურდღლის და კატის კოსტიუმში გამოწყობის თავი არ გვაქვს, უპირატესობა მივანიჭოთ პრიალა ქსოვილებს, საახალწლო კოსტიუმი კი გავაფორმოთ ბისერებით, ოღონდ არანაირი ტყავი და ბეწვი.
2010-2011 წლის საახალწლო სუფრაზე უპირატესობა ვეგეტარიანულ კერძებს მივანიჭოთ - კომბოსტოს სალათი სტაფილოთი და ვაშლით, ბლომად მწვანილით. მშვენიერი იქნება ზღვის პროდუქტებისა და თევზის კერძებიც (2011 წელი ხომ კატის წელიცაა). შეგვიძლია მოვამზადოთ ხაჭოს და ნაღების დესერტი. აი, შემწვარი კურდღელი კი ახალწელს დავივიწყოთ, რომ არ გავანაწყენოთ ჩვენი სტუმარი.
2011 წელს ნაძვის ხის ქვეშ არ დაგვავიწყდეს რამდენიმე ყვითელი ვაშლის და სტაფილოს დადება - ახალ წელს ეს იღბალს და წარმატებას მოგვიტანს. ყველაზე მთავარი კი ახალი წლის ღამეს - კარგი სადღესასწაულო განწყობა და ყველაზე ახლობელი ადამიანებია, ახალი წელი ხომ ნამდვილი საოჯახო დღესასწაულია!

P.S. როცა საათი 12 ჯერ ჩამოჰკრავს, არ დაგავაიწყდეთ და დაიკნავლეთ, ასე შეეგებეთ კატის წელს.








 
19.05.2024 | ავტორი: bote