დღეს პერსონალური კომპიუტერის არჩევასთან შედარებით ნოუთბუქის არჩევა გაცილებით რთულია. მოდელების უდიდესმა ასორტიმენტმა, შემადგენლობითი და მოცულობითი შესაძლებლობების ნაირსახეობამ შეიძლება გამოცდილი მომხმარებელიც კი შეიყვანოს შეცდომაში. ამიტომაც სანამ შეუდგებით თქვენს არცთუ ისე მარტივ არჩევანს, გირჩევთ ჩემოყალიბდეთ, კონკრეტულად რისთვის და რა სახის დავალებების განსახორციელებლად გჭირდებათ ის. 



საოჯახო ვარიანტი

თანამედროვე ნოუთბუქების შემადგენლობა იძლევა საშუალებას პერსონალური კომპიუტერები ნოუთბუქით ჩავანაცვლოთ. პლიუსები უდაოა: საჭიროების შემთხვევაში გაცილებით მოსახერხებელია ნოუთბუქის ოთახიდან ოთახში გატანა, იკავებს ნაკლებ ადგილს და თუკი აგარაკზე მიდიხართ, მაშინ ის იკავებს ძალიან მცირე ადგილს თქვენი მანქანის უკანა სავარძელზე. გსურთ გამოიყენოთ ნოუთბუქი სახლში? ამოირჩიეთ ნოუთბუქი დიდი დიაგონალის მქონე ეკრანით და ფორმატით 16:9 რომ თქვენთვის იყოს მოსახერხებელი და კომფორტული HD ფილმების ხარისხიანად ნახვა და არ დაგავიწყდეთ Blue-Ray-ს შესახებაც.



თანაბარი შესაძლებლობებისას, ყურადღება მიაქციეთ მყარი დისკის მოცულობას, რომ მასში შესაძლებელი იყოს ყველა თქვენი ფოტოს და ვიდეოს მოთავსება. თქვენ დაგჭირდებათ ასევე მაღალი დონის ვიდეო-დაფა.



ყურადღება მიაქციეთ გარე პორტებსაც, ურიგო არ იქნება მულტიმედიური მოწყობილობების ნოუთბუქთან მიერთება HDMI პორტის საშუალებით, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია როგორც ვიდეო ასევე ხმის მაღალხარისხიანი სიგნალის გამოშვება. ე.ი თქვენ შეძლებთ, რომ ნოუთბუქთან მიაერთოთ არა მხოლოდ ტელევიზორი, არამედ საოჯახო კინოთეატრიც, ასევე შეძლებთ თავიდან აირიდოთ მავთულების მთელი რიგი ხლართები, რომლებიც გადაადგილებისას დისკომფორტს ქმნის. გარდა ამისა, ტელევიზორისა და სხვა საშინაო ვიდეო-ტექნიკის მისაერთებლად თქვენ შეიძლება გამოგადგეთ S-Video პორტი და შედარებით თანამედროვე და ხარისხიანი DVI ან VGA, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალხარისხიან ციფრულ და ანალოგურ ვიდეო გამოსახულების გადაცემას, შესაბამისი გამომსვლელი პორტებიდან.



ნოუთბუქი სტუდენტისთვის - ნეთბუქი

იდეალური არჩევნის გასაკეთებლად, სტუდენტს ან მოგზაურს სჭირდება პატარა ზომის და მსუბუქი ნოუთბუქი, იმისთვის, რომ ადვილი იყოს მისი ტარება. აქ თქვენ დაგჭირდებათ პორტი USB ფლეშ-ბარათისათვის, იმისთვის რომ შესაძლებელი იყოს საჭირო ინფორმაციის მეგობრებისათვის მარტივად და დროულად გაზიარება. კარგი იქნება დიდი მოცულობის მყარი დისკი მუსიკის შესანახად. რომ შეძლოთ, ინტერნეტით სარგებლობა ნებისმიერ ადგილზე, სადაც WI-FI - ის მოქმედების ზონაა, აარჩიეთ ნეთბუქი Wi-Fi 802.11n მოდულით. ნეთბუქების ერთ-ერთი დამახასიათებელი და საჭირო ფუნქციაა ჩამოტაჟებული მიკროფონი და ვებ-კამერა მეგობრებთან საკონტაქტოდ თუ ვიდეო კონფერენციის მოსაწყობათ.



ბიზნეს მოდელი - საქმიანი ადამიანებისთვის

ასეთი ნოუთბუქი საჭიროა პრეზენტაციების წარსადგენად, მივლინებებისა და საქმიან პარტნიორებთან ოფისში ვიზიტებისთვის. პირველი, რასაც უნდა მიექცეს ყურადღება ამ მოდელის არჩევამდე - ვიზუალური მხარე და წონაა. თქვენ დაგჭირდებათ ნამდვილად კარგი დიზაინის მქონე ნოუთბუქი, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს სტატუსს და ამასთან ერთად, ასეთი ნოუთბუქი არ უნდა იწონიდეს 3 კგ-ზე მეტს. აირჩიეთ მოდელი 2 გბ-ზე არანაკლები მეხსიერებით. ასევე თქვენ დაგჭირდებათ დიდი ეკრანი და ინტერნეტის საშუალებები, ყველაზე მცირე Wi-Fi ფუნქცია, უკეთესია Wi-Max-ი, რომელსაც უფრო დიდი დაფარვის რადიუსი აქვს ვიდრე Wi-Fi - ს და ასევე იგი ინფორმაციის უფრო სწრაფი გადაცემით სარგებლობს.



სათამაშო ვერსია

გეიმერებისათვის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ვიდეო გამოსახულების და ხმის ხარისხი. ამიტომაც მათთვის მისაღებია ნოუთბუქი - 2 ან 4 ბირთვიანი (Core) პროცესორითა და 4 ან უკეთეს შემთხვევაში 8 გბ ოპერატიული მეხსიერებით. დიდი მოცულობის მყარი დისკი კი თქვენ დაგჭირდებათ თანამედროვე თამაშების ინსტალაციისთვის.



ეკრანი უკეთესია იყოს 17 და უფრო მეტი დიუმის დიაგონალის, იმისთვის რომ თქვენ შეძლოთ და ნახოთ თამაშის ყველა დეტალი სრულყოფილად. საუკეთესო ვარიანტია - თუ გაქვთ 2 ვიდეო-დაფა და SLI ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც ნებას რთავს ორ ვიდეო-დაფას იმუშაონ ერთდროულად. მეხსიერების მინიმალური მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 512 მეგაბაიტისა. შეარჩიეთ ისეთი ვიდეო დაფა, რომელიც შეიცავს DirectX 10 - მხარდაჭერას. თანამედროვე ვარიანტისთვის უკეთესია DirectX 11.



პროცესორი და ოპერატიული მეხსიერება

ეს თქვენი ნოუთბუქის გულია, საიდანაც ხდება სხვადასხვა პროცესების მართვა. პროცესორის სიმძლავრესა და ოპერატიული მეხსიერების მოცულობაზეა დამოკიდებული თქვენი ნოუთბუქის წარმადობა, თუ რამდენად სწრაფად შეგიძლიათ იმუშავოთ ერთდროულად ორ ან რამდენიმე პროგრამაში. ასევე თქვენ შეძლებთ უფრო სწრაფად ჩაწეროთ ან გადაწეროთ ინფორმაცია. ნოუთბუქის წარმადობა (პროდუქტიულობა) - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარეა მისი ტექნიკური მხარის დახასიათებისას.



პროცესორის ძირითადი დამახასიათებლებია: ბირთვების რაოდენობა, ქეშ-მეხსიერება და ელექტროენერგიის მოხმარება. პირველი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება ეს ბირთვების რაოდენობაა. წესი მარტივია- რაც მეტი ბირთვია, მით მეტია ნოუთბუქის წარმადობა და მით უფრო სწრაფად იმუშავებს იგი.



დაბალი სიმძლავრის ნოუთბუქი აწყობილია ერთბვირთვიანი პროცესორის ბაზაზე და გათვლილია საოფისე სამუშაოების შესასრულებლად, ტექსტებზე სამუშაოდ, ინტერნეტით სარგებლობისა და ვიდეოს საყურებლად.



ხოლო თუ ჩვენ გვინდა ნოუთბუქი თამაშებისთვის, ვიდეო თუ გრაფიკული სამუშაობის შესასრულებლად, მაშინ დაგვჭირდება ორი ან 4 ბირთვიანი პროცესორი.



პროცესორის ქეშ-მეხსიერება შეიძლება იყოს პირველი და მეორე დონის - L1 და L2. რაც მაღალია დონე - მით მეტია პროცესორის წარმადობა. ყოველდღიური მუშაობისას თქვენ უდაოდ შეამჩნევთ, თუ რამდენად ხურდება პროცესორი და რამდენად ხმაურობს გამაგრილებელი სისტემა. პროცესორის რომელ მწარმოებელს აირჩევთ ეს არაა ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან დღეს Intel - ი და AMD ერთნაირად ხარისხიან პროდუქტს აწარმოებენ.



თანამედროვე ნოუთბუქები იყენებენ ოპერტიულ მეხსიერებას 1 გბ-დან. ეს საკმარისია ფილმების სანახავად, საოფისე სამუშაობის შესასრულებლად და ინტერნეტისთვის. მაგრამ, როგორც კი თქვენ გადაწყვეტთ გაუშვათ დავალებები, რომლებიც უფრო მეტ რესურსს მოითხოვს, მაშინვე იგრძნობთ თუ როგორ შეანელებს კომპიუტერი მუშაობას. ამიტომაც თუკი თქვენ აპირებთ ფოტოების დამუშავებას, გრაფიკული სამუშაოების შესრულებას, მიაქციეთ ყურადღება ნოუთბუქის მოდელს 2 ან 4გბ მეხსიერებით. თუ თქვენ გიტაცებთ ექსპერიმენტები და სიახლის შემეცნება, აირჩიეთ ნოუთბუქი გაუმჯობესებული ოპერატიული მეხსიერებით 4გბ-დან 8გბ-მდე.



მყარი დისკის მოცულობა

მყარი დისკის მოცულობაზეა დამოკიდებული თუ რამდენად მეტი მასალის - ფილმების, ფოტოების, მუსიკალური კოლექციის შენახვას შესძლებთ თქვენს ნოუთბუქში. რა თქმა უნდა, დღეს შესაძლებელია იყიდოთ ნებისნიერი სიდიდის გარე ვინჩესტერი, მაგრამ ნოუთბუქში ხომ სწორედ მისი მობილურობა (კომპაქტურობა) ფასდება ასე, რომ თავიდანვე მოიფიქრეთ - შესძლებთ და მოისურვებთ კი თან ატაროთ დამატებითი აქსესუარები. დღეისათვის ყველაზე მაღალფასიან მოდელებში უკვე არის მყარი დისკები 160 გბ-დან ზემოთ. ასეთი მოცულობა თქვენ გეყოფათ საოფისე პირობებში სამუშაოდ. თუ თქვენ იყენებთ ნოუთბუქს მხოლოდ ინტერნეტში სამოგზაუროდ და მეგობრებთან ურთიერთობისთვის თქვენთვის მისაღებია მინი-ვარიანტი, ასეთ ნოუთბუქებში მყარი დისკის მოცულობა 60-80 გბ-ია. გრაფიკული თუ ანიმაციური სამუშაოების შესასრულებლად რეკომენდებულია მყარი დისკი 320 გბ-დან ზემოთ.



ვიდეო- დაფა

ნოუთბუქისთვის გრაფიკული სისტემის არჩევა დამოკიდებულია დავალებებზე, რომელთა გადაწყვეტასაც მისი მეშვეობით აპირებთ. ყველა ნოუთბუქი იყოფა 2 დიდ ჯგუფად: ინტეგრირებული და არაინტეგრირებული ვიდეო-დაფით.



ნოუთბუქები, რომლებშიც ინტერგრირებულია ვიდო-დაფა განკუთვნილნი არიან საოფისე სამუშაოებისთვის, ტექსტური დოკუმენტების შესადგენად, ინტერნეტში სამოგზაუროდ და მეგობრებთან საკონტაქტოდ. ეს სისტემა თავისი სამუშაოს შესასრულებლად ოპერატიული მეხსიერების და მიკროპროცესორის რესურსებს იყენებს. ასეთი მოწყობილობა გამოსადეგია სტუდენტებისთვის, მენეჯერებისა და სკოლის მოსწავლეთათვის. ინტეგრირებული ვიდეო-დაფა ასევე მობილურ ნოუთბუქებშიც გამოიყენება, ადგილისა და წონის შემცირების მიზნით.



გრაფიკული სამუშაოებისთვის, ვიდეოების ხარისხიანად ყურებისთვის ან ფოტოების დასამუშავებლად თქვენ დაგჭირდებათ განცალკევებული ანუ იგივე არაინტეგრირებული ვიდეო-დაფა. ინტეგრირებული ვიდეო -დაფებისგან განსხვავებით მას აქვს საკუთარი მეხსიერება და გრაფიკული პროცესორი. ვიდეო-დაფები შეიძლება იყოს NVIDIA ან ATI კომპანიების გამოშვება. ამ შემთხვევაში თქვენი ნოუთბუქი შეძლებს ფილმების ხარისხიან ჩვენებას, დეტალების გამოკვეთას და ფერების რეალურ აღქმას, ასევე თამაშისას გამოსახულებების სწრაფ ცვლას.



ეკრანი და კლავიატურა

იმის მიუხედავად, რომ ნოუთბუქი მობილური მოწყობილობაა, ყველა მოდელი არაა მოსახერხებელი და კომფორტული სატარებლად. რა თქმა უნდა, უკეთესია ის თავსდებოდეს ჩანთაში, მაგრამ მობილურობა ასევე ნიშნავს ეკრანის არც ისე დიდ დიაგონალს, რომელზეც ნაკლებად მოსახერხებელია ფილმების ყურება. როგორ შევარჩიოთ იდეალური ვარიანტი?



რა თქმა უნდა, თქვენ უკვე ჩამოყალიბდით თუ რისთვის გჭირდებათ ნოუთბუქი, სწორედ ამაზეა დამოკიდებული აირჩევთ ნოუთბუქს 4-5 კგ-ის მოცულობით, დიდი ეკრანით თუ ნოუთბუქს, რომელიც იწონის არაუმეტეს 1 კგ-ს. სტუდენტებმა და ფეხით სიარულის მოყვარულებმა ყურაღება უნდა გაამახვილონ ყველაზე მსუბუქ ნოუთბუქზე. მონიტორის დიაგონალი ასეთ ნოუთბუქებში იწყება 8.9 დიუმიდან, ეს საკმარისია ტექსტთან სამუშაოდ, ინტერნეტში მოგზაურობისა და ფოტოების დასამუშავებლად. მიაქციეთ ყურადღება ეკრანის ტიპს, რომელიც შეიძლება იყოს როგორც გარემოს ამრეკლი (Glare) ან პირიქით, შეეძლოს გარემოდან მოხვედრილი გამოსახულების უგულებელყოფა (Anti Glare).



ყველაზე დიდ მონიტორს ნოუთბუქებში, რომლებიც შექმნილია სახლის პერსონალური კომპიუტერის ჩასანაცვლებლად, გააჩნიათ 17 ან 18 დიუმის სიდიდის მონიტორი, რომელიც კომფორტულია ფილმების საყურებლად და კომპიუტერული თამაშებისთვის. სტანდარტული ზომის მონიტორის მახასიათებელია 15.6 ინჩი, გარჩევადობით 1366x768.



კინომანებისთვის უმჯობესია HD მონიტორები ფორმატით 16:9. ასეთი პროპორცია შემთხვევით არაა შერჩეულია. როდესაც თქვენ უყურებთ კინოს, ნებისმიერ მონიტორზე ეკრანის კუთხეში ჩნდება შავი ხაზები. HD მონიტორი მოგცემთ საშუალებას უყუროთ ფილმებს ხარვეზების გარეშე, უფრო დიდი გაშლითი კუთხით და მოცულობით. თითქოს თქვენ იმყოფებით კინოთეატრში.



საჭიროა ცოტა რამ კლავიატურაზეც ვთქვათ. ირჩევთ რა ნოუთბუქს, აუცილებლად სცადეთ ტექსტის აკრეფა იმ მოდელზე, რომელიც თქვენ მოგეწონათ. სრული სიდიდის კლავიატურები სტანდარტული ინტერვალებით კლავიშებს შორის, გამოიყენება ნოუთბუქებში, რომელიც განკუთვნილია სახლისთვის და ბიზნეს საქმიანობისთვის. იყავით მზად იმისთვის, რომ კომპაქტური კლავიატურის გამოყენებისას თქვენ მოგიწევთ მასთან შეგუება და ტექსტის აკრეფის სიჩქარე შედარებით დაბალი იქნება. იმ ადამიანებმა, რომლებიც ხშირად მუშაობთ ბუღალტრულ პროგრამებში, უპირატეოსობა მიანიჭეთ კლავიატურაზე მარჯვნივ განთავსებულ ციფრთა განლაგებას. ისინი ხელს შეგიწყობენ ცხრილში ციფრების სწარაფად შეყვანაში.



ქსელური შესაძლებლობები

ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან მეგობრებთან დაკავშირება, ნებისმიერი ნოუთბუქის მთავარი მახასიათებელია.



დღეს ნებისმიერი კლასის ნოუთბუქი იყენებს Wi-Fi-ს. ქალაქში ეს ქსელი გავრცელებულია კაფეებში, ბარებში თუ სხვადსახვა საზოგადოებრივ ადგილებში ინტერნეტით სარგებლობისთვის. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ზოგიერთ კაფესა და სწრაფი კვების ობიექტებში Wi-Fi -ის გამოყენება შესაძლებელია სრულიად უსასყიდლოდ ან ძალიან მიზერული გადასახადით. ამიტომაც ნოუთბუქის მფლობელი ყოველთვის იპოვის ადგილს, სადაც შესძლებს ჭიქა ყავის მირთმევასა და ინტენეტით სარგებლობასაც.



კიდევ ერთი საასრგებლო ფუნქცია ნოუთბუქში - ბლუთუსი. მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ სწრაფად შეხვიდეთ ინტერნეტში მობილური ტელეფონიდან, გააკეთოთ კონტაქტების სინქრონირება, გადაიტანოთ ფოტო ან ვიდეო მობილურში ან მეგობრის კომპიუტერში.



ბატარეა

რამდენად დიდხანს შესძლებთ მუშაობას დამუხტვის გარეშე - მნიშვნელოვანი ფაქტორია ნოუთბუქის არჩევისას. თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ ყველაზე შეუფერებელ მომენტში თქვენ არ მოგიწევთ ქალაქში სირბილი ნოუთბუქის დასამუხტი ადგილის საძებნად.



ბატარეების მოქმედების დრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ბევრს მოძრაობენ ნოუთბუქით ქალაქში და ხშირად დადიან მივლინებებში. სტანდარტული დრო ბატარეების მოქმედებისა არის 2-2.5 საათი. ეს სავსებით საკმარისია სახლის ნოუთბუქისთვის, რომელსაც თქვენ ოთახიდან ოთახში გადააადგილებთ ხოლმე. ბატარეის სიმძლავრე mAh (მილიამპერი) ერთეულით გამოისახება. რაც უფრო დიდი ეს ერთეული (1200, 1500, 3200, 4400 mAh და ა.შ) მით უფრო დიდია ბატარიის მუშაობის რესურსი. ამჟამად გამოსულია Lithium-Ion და Li-Polimer ტიპის ელემენტები.



დამატებითი ფუნქციები

ძირითადი პარამეტრების გაძლიერების გარდა, როგორებიცაა პროცესორის სიძლიერე, მეხსიერების ბარათის, მყარი დისკის და ეკრანის მოცულობა, ნოუთბუქის შეძენისას არ დაგავიწყდეთ ყურადღება მიაქციოთ თუ რა სახის სასიამოვნო დანამატებს შეიცავს ის.



ვებ-კამერა უკვე ინტეგრირებული მიკროფონით, დღეს, თავისუფლად შეიძლება ნოუთბუქის აუცილებელ დანამატად მივიჩნიოთ. ინტერნეტით ურთიერთობა დღეს გახდა ისეთივე ჩვეულებრივი, როგორც საკუთარი ელ-ფოსტის შემოწმება. განსხვავება მხოლოდ პიქსელების რაოდებობასა და მიკროფონის სიძლიერესა და ხმის ხარისხშია.



მის გარე პანელზე მოთავსებული პორტების და სლოტების რაოდენობა ნაწილობრივ განსაზღვრავს ნოუთბუქის ღირებულებას. კარგი იქნება თუ ნოუთბუქს ექნება მეხსიერების ბარათების წამკითხავი და ასევე Express Card სლოტები. ეს უკანასკნელი მომხმარებელს ნებას რთავს ნებისმიერი ადგილიდან ისარგებლოს ინტერნეტით მობილურის სიმ-ბარათის გამოყენებით. რაასაკვირველია საუბარია ისეთ ადგილებზე სადაც ამა თუ იმ მობილური ოპერატორის დაფარვის ზონაა.
სხვა რჩევები
როგორ ავარჩიოთ LCD (თხევადკრისტალური) ტელევი








 
06.05.2024 | ავტორი: bote